ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზოგადად, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია ოკუპაციით” – ციხელაშვილი

“ზოგადად, ფონი რეგიონში ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია მიმდინარე ოკუპაციით, გადაუჭრელი კონფლიქტით”, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები ისევე როგორც, ყველა მოვლენა ჩვენთვის არის საყურადღებო და საინტერესო. ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ რაიმე პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობას ვცნობთ, მაგრამ თავისთავად სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელობა აქვს ამ განვითარებებს ჩვენი უპირატესი ინტერესი გახლავთ, რომ არ შეექმნას რაიმე რისკები მოსახლეობის უსაფრთხოებას, უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაცული. ჩვენთვის ამ ჭრილში განსაკუთრებით საყურადღებოა ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს უკვე დღეზე მეტია. ასეთი მოვლენები პირველად არ ხდება. გახსოვთ, არის გარკვეული პროცესები, წინა წლებშიც ყოფილა. ზოგადად, ფონი რეგიონში ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია მიმდინარე ოკუპაციით, გადაუჭრელი კონფლიქტით. აქ იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა. შ. საკითხები. ყველა ასეთი განვითარებისას პრობლემას ისიც ქმნის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად, წვდომა არ აქვთ რეგიონში და ამ ვითარებაში, იმედი უნდა გამოვთქვა, რომ ყველა განვითარება იქნება პირველ რიგში მშვიდობიანი და არ დაზარალდება არავინ, არ დაზარალდება ჩვენი მოსახლეობა“, – აცხადებს ციხელაშვილი.

გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. ადგილზე იყო დაპირისპირებაც.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეტა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

 

იტვირთბა....