aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“სოლეიმანი ამერიკის საელჩოების აფეთქებას გეგმავდა” – ტრამპი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

მოგვიანებით, მან ასევე აღნიშნა, რომ სოლემანი აპირებდა საფრთხე შეექმნა საზღვარგარეთ ყველა ამერიკული საელჩოსთვის.

„ჩვენ დავიჭირეთ ეს დიდი მონსტრი. ჩვენ ის გამოვააშკარავეთ. ეს დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის აპირებდა ჩვენი საელჩო აეფეთქებინა. ჩვენ ეს სხვა აშკარა მიზეზებითაც გავაკეთეთ. ვიღაც მოკვდა, ადამიანები მძიმედ დაშავდნენ… ჩვენ ეს დავასრულეთ. ეს იყო მონსტრის დასასრული“, – დასძინა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა მედიასთან დამატებითი განმარტებებიც გააკეთა.

„სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და თვალი ჩვენს საელჩოებზე ეჭირა. მისი სამიზნე არა მარტო ბაღდადში მდებარე ჩვენი საელჩო იყო“,-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

ამის შემდეგ, ირანმა ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

შეერთებული შტატები პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ გეგმავს ომის დაწყებას და მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლება. მისი თქმით, ირანის დაბომბვებს ამერიკული ბაზებისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

იტვირთბა....