“ეს არის ბიძინა ივანიშვილის პიროვნული, “პლიუს” უფრო მეტი რუსეთის გადაწყვეტილება. ივანიშვილს ჩვენი გამოჩენით პოლიტიკური შიშები დაემართა, დაინახა ის მზარდი ელექტრორატი, რომელიც ჩვენ მოგვყვება და ის უამრავი ადამიანი, რომელიც წევრიანდება ჩვენს პარტიაში.”
მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი – მამუკა ხაზარაძე
ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ “მთავარ არხზე” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაავრცელა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშკრულება შეწყვიტა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.
მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.