„მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“
აშშ-ს პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი
ციტატა
ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის ფაქტზე, ტრამპმა განცხადება “თეთრი სახლიდან” გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში გუშინ ღამით მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრები ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
პენტაგონის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.