აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის ფაქტზე “თეთრ სახლში” განცხადება გაავრცელა.
მისი განცხადებით, ის არასდროს მისცემს ირანს უფლებას ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ასევე აღნიშნა, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი, ირანის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა, რომ აშშ-ს ყველა ჯარისკაცი არის უსაფრთხოდ და მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა ამერიკულ სამხედრო ბაზებს.
“რაც კი პრეზიდენტი ვარ აშშ-ს, ირანს არასდროს მივცემთ უფლებას ჰქონდეს ბირთვული იარაღი. დილამშვიდობის და მსურს გაცნობოთ, რომ ამერიკელი ხალხი არის განსაკუთრებით მადლიერი და ბედნიერი. არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაზიანებულა ირანის რეჟიმის თავდასხმის შედეგად. ჩვენი ყველა ჯარისკაცი არის უსაფრთხოდ და მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა ჩვენს სამხედრო ბაზებს. ძლიერი ამერიკული სამხედრო ბაზები არის მზად ყველაფრისთვის და ჩვენ გავცემთ პასუხს ირანს რაც არის კარგი მთელი მსოფლიოსთვის. მიზეზი რის გამოც ასეთი მცირე დანაკარგები მივიღეთ, იყო ძალიან კარგად გამართული ადრეული შეტყობინების სისტემა.
1979 წლიდან ახლო აღმოსავლეთში, ერები განიცდიდნენ დესტაბილიზაციურ მიდგომას და მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას. ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება მსოფლიოს უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. გასულ კვირას მიღებული იქნა გადამწყვეტი ზომები ტერორისტის მისამართით, რომელიც ემუქრებოდა ამერიკელებს, ამერიკელების სიცოცხლეს და ჩემი გადაწყვეტილებით მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ქასიმ სულეიმანი რომელიც იყო ქუდსის სამხედრო შენაერთის მეთაური და იყო პასუხისმგებელი ძალიან სასტიკ საომარ დანაშაულებზე და თანამშრომლობდა “ჰესბოლასთან” და ასევე მონაწილეობდა სისხლიან სამოქალაქო ომში, მონაწილეობდა საავიაციო შეტევებზე, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა და ემუქრებოდა ათასობით კოალიციურ სამხედრო მოსამსახურეს.
სწორედ სოლეიმანი იყო ის ვინც მართავდა ამ შეტევებს ამერიკის და ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ და სწორედ ის იყო მთავარი პერსონა რომელმაც მომახდინა ამერიკის საელჩოზე ორგანიზება. ჩვენ ის შევაჩერეთ, მისი ხელები იყო ამერიკელების და ირანელების სისხლში და მისი ლიკვიდაცია დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვაგრძელებთ შეფასებას თუ როგორი პასუხი უნდა გავცეთ ირანს, შეერთებული შტატები დაუყონებლივ უწესებს ეკონომიკურ სანქციებს ირანის რესპუბლიკას, რომელიც მკვეთრად შეცვლის მის მოქმედებების მსვლელობას.
ირანის სამხედრო აგრესია განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ რაც, მან მოაწერა ხელი ბირთვულ შეთანხმებას და ამის შემდეგ გახდა ის განსაკუთრებით აგრესიული, გაიზარდა სამხედრო დაფინანსება რამდენიმე მილიარდი დოლარით და სწორედ ის დაკავებული იყო თავისი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. მან შექმნა და პასუხისმგებელია იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც არის იემენში შექმნილი, ავღანეთში და სხვა მეზობელ სახელმწიფოებში.
სწორედ წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად გაუჩნდა დამატებითი ფონდი ირანს, რომლის წყალობითაც მან გააძლიერა თავისი რეჟიმი ირანში და მის გარეთ. ირანმა უნდა თქვას უარი მის ბირთვულ ამბიციებზე და უნდა შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა. მოვიდა დროს რომ გაერთიანებულა სამეფომ, საფრანგეთმა, ჩინეთმა რუსეთმა აღიარონ ეს რეალობა და ჩამოშორდნენ ირანთან დარჩენილ ბირთვული შეთანხმების ნაწილს, სადაც ეს ქვეყნები ისევ ინარჩუნებენ გარკვეულ ურთიერთობას და პოზიციებს.ეს მსოფლიოს აქცევს უფრო მშვიდობიან და უფრო წყნარ ადგილად.
ირანი შესაძლოა იყოს ძალიან ძლიერი ქვეყანა მხოლოდ მშვიდობის და მშვიდობიანი განვითარების პირობებში. თუ კი ირანი გააგრძელებს ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებას და საომარ გზაზე სვლას, ის იქნება წაგებული და მისი არცერთი ასეთი საომარი რიტორიკა არ იქნება მიღებული ცივილიზებული სამყაროს მიერ. ეს უნდა დასრულდეს.
ბოლოს სამი წლის განმავლობაში ჩემი ლიდერობით ამერიკამ მიაღწია წარმატებას რეგიონში, განსაკუთრებით ენერგო მიმართულდებით და სამხედრო პოზიციების მიმართულდებით. ეს ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. 2,5 ტრილიონი დოლარი იქნა დახარჯული ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული სამხედრო შენაერთების გასაძლიერებლად. ჩვენი ძალები არის ძლიერი, ზუსტი და სასიკვდილო. გვაქვს ძალიან ბევრი იარაღი, გვაქვს თანამედროვე შეიარაღება, ვართ სათანადოთ მომზადებულები. ჩვენ არ გვინდა ამ შეიარაღების გამოყენება, ჩვენ არ გვინდა ამერიკული სამხედრო და ეკონომიკური ძალების გამოყენება, თუმცა სამი თვის წინ, რაც ასი პროცენტი ISIS-ის ისლამური ხალიფათისა განადგურებული იქნა და ჩვენ გავანადგურეთ მხეცური ლიდერი ISIS-ის ალ ბაღდადი, რომელიც დაკავებული იყო მასობრივი მკვლელობებით და იყო ნამდვილი ურჩხული, ალ ბაღდადი ცდილობდა აღედგინა ისლამური ხალიფათი და მას ეს არ გამოუვიდა ათობით ათასი ხალიფათის მებრძოლი იქნა ან დაჭერილი ან ლიკვიდირებული ჩემი ადმინისტრაციის პირობებში.
ხალიფათი არის და იყო ბუნებრივი მტერი ირანის და მისი განადგურება წესით კარგი უნდა ყოფილიყო ირანისთვის და ეს იყო პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საერთო გვქონდა. თუმცა ირანის ლიდერს და ხალხს მივმართავ ჩვენ გვინდა გქონდეთ ის დიდი მომავალი რომლსაც იმსახურებთ, ჰარმონია, ეკონომიკური აყვავება, აშშ მზად არის მიიღოს მშვიდობა, დიდი მადლობა და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში გუშინ ღამით მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრები ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
პენტაგონის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.