მთავარი სამართალი

“დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ” – ადვოკატი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დეკანოზთან, ციხეში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია.

მისი ინფორმაციით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. „გესტაფოს“ პერიოდში შექმნილი პირობები საქართველოში 21-ე საუკუნეშიც მოქმედებს…

მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება,“ – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გლდანის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.

საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....