მიხეილ რამიშვილი, გლდანის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხეში შესვლამდე განუცხადა, ის დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებით დაინტერესდება და იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზს შიმშილობის გადაწყვეტილება აქვს მიღებული, შეეცდება, რომ გადააფიქრებინოს.
„პირველ რიგში უნდა გავერკვიო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველანაირად ვეცდები, რომ გადავათქმევინო შიმშილობა იმიტომ, რომ ეს იმ ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ეს სიბინძურე და ეს არაადამიანური, ორგანიზებული ქმედებები განახორციელეს დეკანოზის წინააღმდეგ”, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ ადვოკატები სასჯელის გადავადებაზე, ის პასუხობს, რომ ისინი ყველა გზას განიხილავენ.
„ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის ორი დასკვა, რომელიც ერთმანეთს არ შეესაბამება და პირდაპირ ნათლად ჩანს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადაც ჩაატარა ექსპერტიზა, ეს არის შეკვეთილი, რაც სურდათ, სიმულაციის ჩაწერა, ის ჩაუწერეს, რაც აბსურდი და სირცხვილია ექიმები რომ ასეთ დონემდე მიდიან და ასეთ გარიგებას აწარმოებენ ხელისუფლებასთან და გარკვეულ პირებთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოვიყენებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და არ ეწირებოდეს არავის სიცოცხლე და არც ჩვენი მომავალი გარკვეული პირების პირად ამბიციებს და ვანდალურ, არაადამიანურ, ცხოველურ მიზნებს”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.
საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.
პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: