ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ისრაელი დონალდ ტრამპის გვერდით დგას” – ისრაელის პრემიერი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს

მისი თქმით, ისრაელი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდით დგას, რომელიც „მამაცურად“ მოიქცა.

„ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა. ბოლო წლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ ისინი სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგანან. მინდა მათ მთელი გულით მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

დღეს გამთენიიისას, ირანმა ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

იტვირთბა....