მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში” – იღუმენია თამარი მეუფე დიმიტრის პასუხობს

“მიტროპოლიტი დიმიტრის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური,თუ როგორ უსინდისობასთან გვაქვს საქმე. თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში, რატომ აწინაურებდი? საკუთარი გარემოცვა გაწირე საკუთარი კეთილდღეობისთვის და მღვდელმთავრის ტიტულისთვის და უსინდისოდ ადანაშაულებ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც შენი გასაკეთებელი აკეთა და თავისი თავი გაწირა უდანაშაულო მღვდლის გამო. მიტროპოლიტო დიმიტრივ, არ ხართ ღირსი მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეთ, მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ, რომელიც უფლამდე ვერ მიიყვსნს სამწყსოს!”

იღუმენია თამარ გამყრელიძე

სოციალური ქსელი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში დიდი როლი მეუფე პეტრეს აქვს.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....