„მე მოლოდინი მაქვს, რომ არ შეიწყალებს, იმიტომ რომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ორჯერ უარყო ჩვენი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების კომისიამ დეტალურად იცოდა, რომ უდანაშაულოა, მიიღო კულუარული ინფორმაცია, რომ ეს მოთხოვნა იყო საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირების და იგივე განმეორდა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც. ერთხელ უარი თქვა და მეორეჯერ, ახლა არის გადამისამართება, საპატრიარქოდან ამბობენ საჯაროდ, რომ მათ მოიხადეს თავიანთი ვალი და არც დაინტერესებულან საერთოდ, რა შედეგი მოყვა და, რომ გაიგეს, რომ არ არის შეწყალებული, ჩვენ რა შუაში ვართო”
მიხეილ რამიშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ “დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა საჭირო დოკუმენტი გადაგზავნილია”.