ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა საჭირო დოკუმენტი გადაგზავნილია”, – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათი მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტი ამ დროისთვის უკვე გადაგზავნილია.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ დრომდე საპატრიარქოს შუამდგომლობების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდებოდა, ამიტომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი ამჯერად მათ რეკომენდაციას

„რამდენჯერმე განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, საპატრიარქოს რაც ჰქონდა შესასრულებელი სინოდის გადაწყვეტილების შემდგომ რამდენიმე დღეში გაიგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო შესაბამისი შუამდგომლობის წერილი. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს მიერ დაყენებული ძალიან მრავალი შუამდგომლობიდან დაკმაყოფილებული არის მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%.

ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს, სხვა ფორმატი არ გვაქვს, ამიტომ დანარჩენი უკვე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციად, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ რაღაც პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

იტვირთბა....