საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში, კავშირზეა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან, საელჩოში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799
შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.
დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა.