ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის ცხედარი ამერიკული მანქანით გადაასვენეს

ერაყში, ლიკვიდირებული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას  ათასობით ერაყელი დაესწრო. როგორც ცნობილია გენერლის ცხედარს ირანში, მშობლიურ ქალაქში გადაასვენებენ.

ერაყელები გამოსამშვიდობებელი პროცესის დროს ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდნენ.

ირანელი გენერლის ცხედარი ამერიკული ავტომობილით „შევროლეთი“ გადაასვენეს, რამაც ირანის სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია.

„ამერიკელები ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯებიან“– განუცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ ყასემ სოლეიმანის ოჯახის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში 2 იანვრის ღამეს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.

ერაყელები, ლიკვიდირებულ გენერალ ყასემ სოლეიმანს სამგლოვიარო ღონისძიებით გამოემშვიდობნენ და ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბაღდადში, მწვანე ზონაში, აშშ–ს საელჩოსთან სარაკეტო იერიში განხორციელდა.

იტვირთბა....