„უსაფრთხოების ძალები ამერიკულ ბაზებს მინიმუმ ერთი კილომეტრით უნდა მოშორდნენ“ – ამ განცხადებას შიიტური დაჯგუფება “ქატაიბ ჰეზბოლა” ავრცელებს და ამით ერაყის ძალოვანი უწყების თანამშრომლებს აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ალ–მაიადინი” იუწყება.
ერაყელები, ლიკვიდირებულ გენერალ ყასემ სოლეიმანს სამგლოვიარო ღონისძიებით გამოემშვიდობნენ და ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში 2 იანვრის ღამეს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.
ბაღდადში, მწვანე ზონაში, აშშ–ს საელჩოსთან სარაკეტო იერიში განხორციელდა.