ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბანალურ ჭეშმარიტებაზე არ უსაუბრია ბატონ ბიძინას, “ოცნება” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს” – ლაშა ნაცვლიშვილი

რესტორან “მარანი ჰოლში” შეკრებილმა მმართველი გუნდის დეპუტატებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს თუმცა “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილი მაინც გააღიზიანა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა მითითებები ივანიშვილმა მმართველ პარტიას და განაცხადა თუარა რომ 2020 წელს “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ამისთვის პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ “ბანალურ” ჭეშმარიტებაზე არ უსაუბრიათ და “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

“იცით ბანალურ ჭეშმარიტებაზე არ უსაუბრია ბატონ ბიძინას, “ქართული ოცნება” რომ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამას არ ჭირდება დიდი ხაზგასმა.” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თუმცა, ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე მიიღეს თუარა ინსტრუქციები ივანიშვილისგან, ნაცვლიშვილი კვლავ გაღიზიანდა და ჟურნალისტს “მძევალი” უწოდა.

“კრიზისი არის თქვენს “ნიუსრუმებში”. ჟურნალისტი კი ხარ შვილო მაგრამ მძევალი ხარ მინდა რომ განთავისუფლდე და არ იყო მძევალი. არ გრცხვენიათ? ბატონმა ბიძინამ თქვენც კი მოგილოცათ ახალი წელი.” – თქვა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, რესტორან “მარანი ჰოლში” “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ახალ წელს, მოძრაობა “გაბედეს” აქციის ფონზე აღნიშნავდნენ.

“გაბედეს” აქტივისტებმა მმართველი გუნდის წევრებს პლასტმასის ტეფშზე მოთავსებული 30 ვერცხლი მიუტანეს.

რესტორანში პაარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ე.წ. ამბოხებული დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. რომლებიც პროპორციული არჩევნების ჩატარების მომხრე იყვნენ.

იტვირთბა....