ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატები ახალ წელს რესტორანში “გაბედეს” პროტესტის ფონზე აღნიშნავენ

მცხეთაში, რესტორან “მარანი ჰოლში” “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ახალ წელს, მოძრაობა “გაბედეს” აქციის ფონზე აღნიშნავენ.

“გაბედეს” აქტივისტებმა მმართველი გუნდის წევრებს პლასტმასის ტეფშზე მოთავსებული 30 ვერცხლი მიუტანეს.

“სირცხვილია როდესაც ხელისუფლება ქეიფობს, როდესაც ახალ წელს მილიონობით ბავშვი მშიერი დარჩა” – განაცხადეს აქტივისტებმა.

რესტორანში პაარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ე.წ. ამბოხებული დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. რომლებიც პროპორციული არჩევნების ჩატარების მომხრე იყვნენ.

სუფრიდან გამოსულმა მინისტრებმა ჟურნალისტებს ახალი წელი მიულოცეს და კომენტარი არ გააკეთეს.

 

 

იტვირთბა....