თბილისის მერიასთან მოძრაობა „შეცვალემ“, „სირცხვილიამ“ და „გაბედემ“ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და გარემოვაჭრეების სოლიდარობის აქცია გამართეს.
მერიასთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ აქციაზე გარემოვაჭრეებიც.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი რესპუბლიკის მოედანზე გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
„გვაქვს ორი მოთხოვნა: პირველი, რომ გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 იანვრამდე მიეცეთ ვაჭრობის უფლება და მეორე მოთხოვნა არის – უახლოესი ერთი თვის ვადაში გარევაჭრობის რეგულაციის მიღება, რომლის ავტორიც მე გახლავართ და რომლის თანახმადაც, ვაჭრობა შაბათ-კვირის გარდა, სხვა დღეებშიც უნდა იყოს.
თუ კალაძე ორშაბათამდე არ დააკმაყოფილებს ულტიმატუმს და 15 იანვრამდე არ მისცემს გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას, უკვე მის სახლთან გავმართავთ აქციას“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, 2 იანვარს მერიის მოთხოვნაზე, რესპუბლიკის მოედანზე მყოფი გარემოვაჭრეები პარლამენტთან გადავიდნენ, გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.
თავის მხრივ, თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი და იქ ქაოსური გარევაჭრობა დაუშვებელია.