ავსტრალიაში ხანძარს, რომელიც სექტემბერში გაჩნდა, ამ დრომდე ვერ აქრობენ. ხანძრის გამო ქვეყანას და ბუნებას განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა – ხანძრების შედეგად დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი, ფრინველი და რეპტილიაა დაღუპული.
ხანძრის შედეგად ავსტრალიაში მცხოვრები კოალების 1/3 განადგურდა. შესაბამისი კვლევა სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
„კვლევა აჩვენებს, რომ დამწვარ ტერიტორიებზე ცხოველებს არ ჰყოფნით საკვები და თავშესაფარი, რათა გარეულ მტაცებლებს დაემალონ. ეს კი პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს”, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ია, დაკარგულად კი 21 ადამიანი ითვლება.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. ჯამში დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.