ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრის გამო ვითარება უკონტროლო ხდება – მოსახლეობას თავშესაფრის ძებნისკენ მოუწოდებენ

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ტერიტორიის დატოვება არ სცადონ და თავშესაფარი მოძებნონ – ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი”, – მათქვამია ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო ცნობით, ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობა ტემპერატურის მატებისა და ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.

სამუშაოებში, მეხანძრეთა გარდა, ჩართულია 3000 ჯარისკაცი. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდიც ჩაერთო.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ია, დაკარგულად კი 21 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. ჯამში დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

 

იტვირთბა....