„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია. მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლისა და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, 87 წელი შეუსრულდა.