ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს პატრიარქს 87 წელი შეუსრულდა

დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, 87 წელი შეუსრულდა.

უწმინდესი და უნეტარესი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში. ილია II-მ მოსკოვის სასულიერო სემინარია 1960 წელს დაასრულა, ბერად კი 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდე ნეველის სახელობის ტაძარში აღკვეცეს.

1963 წლის 26 აგვისტოს ილია II საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს, რომლის ხელმძღვანელიც 11 წლის განმავლობაში იყო.

პატრიარქის, დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ სინოდმა 1977 წლის 23 დეკემბერს ფარული კენჭისყრით მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია, ინტრონიზაცია კი 25 დეკემბერს, სვეტიცხოველში გაიმართა.

2019 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღნიშნეს.

იტვირთბა....