„გიორგი არევაძეს ამიერიდან მე დავუძახებ ივანიშვილის გასაბერ ზვიგენს და არავითარ შემთხვევაში მოსამართლეს. მან შვიდი თუ რვა პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იქნება პარალიზებული და მას არ ეყოლება ხელმძღვანელი, რადგან კვირაში ორი პროცესი, თავისი მოსამზადებელი დღეებიანად ნიშნავს, რომ მე სხვა არაფერი უნდა ვაკეთო. ეს ცინიკურად იქნა პასუხგაცემული და მან გამომაძევა დარბაზიდან. ისიც არ ვიცი, შემდეგ პროცესზე დაშვებული ვიქნები თუ არა. არც ერთი ადვოკატის პრეტენზია, რომ იგი ვერ იქნებოდა კონკრეტულ რიცხვში, კონკრეტულ პროცესზე, მან არ გაითვალისწინა”
ნიკა გვარამია, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი
ეს განცხადება ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, გვარამიასთან ერთად, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიაც გააძევეს.
ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა.
მოსამართლემ განმარტა, რომ ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.
“2020 ივანიშვილის ბოლო წელია – ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მალე გამოვალ და ის უკუნითი უკინისამდე იჯდება იქ”, – აცხადებს გვარამია.