ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ივანიშვილმა ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მალე გამოვალ და ის უკუნითი უკუნისამდე იქ იჯდება”

“გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება აუცილებლად, გარანტიას ვაძლევ. ყველა ასეთი ნაძირალა შემსრულებელი, როგორიც არის გიორგი არევაძე, როგორიც არის ეს პროკურორი, რომლის სახელი და გვარი არც ვიცი და არც აქვს, ციხეში მოხვდებიან, საკუთარ კარიერას იქ დაასრულებენ… რამდენ თვეშიც და როგორც არ უნდა დაასრულოს გიორგი არევაძემ ეს საქმე, 2020 წელი ივანიშვილის ბოლო წელია და ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მალე გამოვალ და ის ძალიან დიდი ხნით, უკუნითი უკინისამდე იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს”

ნიკა გვარამია – “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით,  გვარამიასთან ერთად, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიაც გააძევეს.

ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა. 

მოსამართლემ განმარტა, რომ ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.

 

იტვირთბა....