“2020 წელი ხელისუფლებამ დაიწყო ახალი პოლიტპატიმრებით და პირველი გახდა ლაშა ჩხარტიშვილი”, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი პარლამენტთან ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას.
შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას რეპრესიების გარდა, “აღარაფერი შეუძლია”.
“ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების საქმე მართლა დამთავრებულია. მათ დაპატიმრება-დაკავება-რეპრესიების მეტი არაფერი აღარ შეუძლიათ, რაც იმის ადეკვატურია, რომ ხელისუფლება აუცილებლად წავა”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს.