„დღემდე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნებულიყო სახლში. ის უკვე სახლშია. გვიხარია, რომ უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და გააგრძელებს თავის საქმიანობას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებას ადამიანის, ადამიანური ღირებულებების მიმართ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პრინციპულად ყველა საერთაშორისო ფორმატში იმ შემთხვევების წამოწევას და იმ პრობლემების წამოწევას, რომელიც ოკუპაციას ახლავს თან”
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.