საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ულოცავს. განაცხადებას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.