“ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა – დავით თარხან-მოურავმა, მე და ჩვენმა ძალისხმევამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ შეგვიჩერებია ძალისხმევა, რომ შემდგარიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. დღეს რომ გათავისუფლდებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი, მე მთელი ღამე არ მეძინა, თეთრად გავათენე იმიტომ, რომ ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.