“ვანო მაჭავარიანი რომელი ავტორიტეტი მყავს, რომ სიტყვაზე დავუჯერო. მეორე უბედურებაა. ტყუილს ისე ამბობენ, შუბლის ძარღვიც არ უთამაშებთ. რა არგუმენტებითაც მაჭავარიანი საუბრობს, მას ამ არგუმენტებით საუბრის უფლება ექნებოდა, თუ “იმედთან”, “მაესტროსთან” და “რუსთავი 2″-თან ექნებოდა ხელშეკრულება გაფორებული გრაფიკზე”
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი
Palitranews, გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, რომ დღეს“ტვ პირველისა” და “კავკასიის” დირექტორები ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მაჭავარიანმა მამუკა ბახტაძეს უტრაკო უწოდა.
ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მას მამუკა ბახტაძე უცენზურო სიტყვებით არ მოუხსენიებია.