ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამაზე დიდი სიბინძურე არ მომისმენია” – მაჭავარიანი გრიგოლიას პასუხიბს

ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე  მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით არ მომიხსენიებია – ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი  ავრცელებს.

მაჭავარიანმა დღეს გავრცელებულ შესაბამის ინფორმაციას „ტყუილი“ და „სიბინძურე“ უწოდა.

„არავის უკვირს, როცა ჩვენს მედიაში პერიოდულად გაიჟღერებს ტყუილი. ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე მე დიდი ხანია არ მომისმენია. მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარიც არ ყოფილა, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს“ტვ პირველისა” და “კავკასიის” დირექტორები ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მაჭავარიანმა მამუკა ბახტაძეს უტრაკო უწოდა.

იტვირთბა....