“ტვ პირველისა” და “კავკასიის” დირექტორები ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილიც ესწრება.
ივანე მაჭავარიანი და ტელეკომპანიების დირექტორები კომპანიების საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.