ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მაპატიეთ, ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა, რაც ახლა უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში” – გრიგოლია ფინანსთა მინისტრზე

“მე რაც გამოვედი შეხვედრიდან, მეც მერე გავიგე – მინისტრი[ივანე მაჭავარიანი] ისტერიული თუ არ ვიცი, წარმოუდგენელი ემოციით სავსე ელაპარაკებოდა შეხვედრაზე დარჩენილ სამ ადამიანს. მაპატიეთ, ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა, რაც ახლა უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში და აქვე პირობას ვდებ, რომ ეს იქნება პირველად და უკანასკნელად. მაგრამ გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა იქ მყოფ მედიამენეჯერებს? – წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა – დიდი ბოდიში – ისინი იყვნენ უტრაკოები. ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ დაახლოებით. მაპატიეთ, რომ მე ეს სიტყვა ვთქვი, მაგრამ მე ეს სიტყვა უნდა მეთქვა… ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზე და ვინ იყო წინამორბედი მინისტრი? ანუ ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო”

ინგა გრიგოლია – “ტვ პირველის” დირექტორი

აღნიშნული განცხადება გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ “კავკასიის” და “ტვ პირველის” გენერალური დირექტორები კომპანიების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხზე დღეს ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....