ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტომოგრაფიაზე მცირედ დადებითი დინამიკა შეინიშნება” – ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამასთან, მისი თქმით, კომპიუტერულ ტომოგრაფიის შედეგად შეინიშნება, მცირე დადებითი დინამიკა.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, ჯერჯერობით, ავადმყოფს რამე ტიპის ჩარევა არ ესაჭიროება, მკურნალობის მოცულობაც რჩება აბსოლუტურად უცვლელი. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეინიშნება მცირედ, უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ამასთან, ექიმი ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანის შესახებ ამბობს, რომ თუ ოჯახი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ხეჩინაშვილის კლინიკა მაქსიმალურად დაეხმარება.

„პაციენტის უცხოეთში გადაყვანაზე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვერაფერს, ერთადერთი, დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით, თუ ეს საკითხი გადაწყდა“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....