“ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ სულ რაღაც 15 იანვრამდე? ჩვენ ხომ არ ვეუბნებოდით სახელმწიფოს, რომ გვაჩუქეთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სახელმწიფოს რაიმე ვთხოვოთ, უბრალოდ აქ იყო გადადებაზე ლაპარაკი“
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც გააკეთა.