ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფეიკნიუსების მთავარი იდეოლოგები ნაციონალური მოძრაობაა” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ “facebook”-ის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ “ექაუნთებთან” დაკავშირებით არ აქვს და არც იცის, რა “ექაუნთებზეა” საუბარი..

კითხვაზე, აღნიშნულ “ექაუნთებთან” ერთად, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის გაუქმებაზე რას ფიქრობს, კალაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია ოფიციალური გვერდი.

რაც შეეხება “ფეიკნიუსების” გავრცელების საკითხს, როგორც კალაძემ აღნიშნა, “ფეიკნიუსების” იდეოლოგები “ნაციონალური მოძრაობა” და “მისი განშტოებები არიან”.

“ზოგადად “ფეიკნიუსის” მთავარი იდეოლოგები ვიცით ჩვენ ,რომელი პარტიაა და ამას ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები. რა თქმა უნდა, თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია და მოხერხდება, მე ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები იქნა განხორციელებული და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ჩვენთანაც იყოს ეს მიდგომა და დამოკიდებულება “ფეიკნიუსები” გავრცელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე “ნაციონალურ მოძრაობას” მისი აზრით, აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ 3016 დოლარი გადაიხადონ ყალბი “ფეისბუქ ექაუნთების” ფუნქციონირებაში, კალაძემ განაცხადა” “შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლობაც აქვთ. არ ვიცი”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი სოციალურმა ქსელმა “Facebook”-მა წაშალა.

იტვირთბა....