ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში ბრალდებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი რომან ნადირაძე აცხადებს, რომ დაკავებული მომხდარის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს
ადვოკატი რომან ნადირაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა.
„ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ, გავესაუბრე. ჯერ არავინ არავის არაფერს არ ედავება. ბრალი არავის აქვს წარდგენილი. მის პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. კატეგორიულად გამაფრთხილა, რაიმე არ ვთქვა. მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი. პოლიტიკური მოტივი არ არის”, – განაცხადა რომან ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.