ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის ამირან გიგუაშვილის თქმით, საქმის მასალებზე წვომისთვის, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ადვოკატი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში ერთზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა:
“ცოტნე გამსახურდია არის ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილი, ამიტომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეეძლო მისთვის ასეთი დაზიანებების მიყენება,” – განაცხადა გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.