უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, საქართველოს შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ დღეს, როგორც 9 აპრილს, ქართველები ქუჩებში კვლავ დგანან და მათ თავს კვლავ რუსეთი ესხმის, ამჯერად მოსკოვის მარიონეტების ხელით.
გონჩარენკოს თქმით, ქართველებს აქვთ უფლება იყვნენ თავისუფლები და იცხოვრონ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში.
“1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, ულამაზესი თბილისი, შოთა რუსთაველი და ქართველები დგანან პარლამენტის წინ ქართული დროშებით, იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის და მღერიან სიმღერებს.
9 აპრილის ღამის 4:00 საათზე მოსკოვმა გასცა ბრძანება ამ ხალხზე თავდასხმის შესახებ და რუსი ჯარისკაცები სამხედრო ნიჩბებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
ახლა ისევ 2025 წლის აპრილია, ქართველები ქუჩებში არიან, ისინი შოთა რუსთველის გამზირზე დგანან, დგანან თავიანთი პარლამენტის მახლობლად, მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და კვლავ მოსკოვი ესხმის თავს მათ. ამჯერად არა რუსი ჯარისკაცების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების, ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით.
ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას საქართველოში…
მინდა ვუთხრა ქართველ ხალს, რომ ყველაზე ბნელი მომენტი მზის ამოსვლამდეა და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს დღე დადგება და ბევრ რამეზე სწრაფად… საქართველოს გაუმარჯოს.” – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.