ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგის მაგიდას იანვარში დაუბრუნდებიან – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ელიზაბეთ რუდი ავრცელებს.
„მივესალმები იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ ახალი წინადადება წარადგინა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მხარეებმა განიხილეს შემოთავაზება, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ დიალოგს იანვარში დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრის შემდეგ.
მთავრობის ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და მთავრობას შორის სააღცევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეოთხე ეტაპის მოლაპარაკება გაიმართება.