ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის ახალი ინიციატივა: მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს

“ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს.

მათი ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს,ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში და 50 მაჟორიტარული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და მთავრობას შორის სააღცევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეოთხე ეტაპის მოლაპარაკება გაიმართება.

იტვირთბა....