ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახლა ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე” – გერმანიის ელჩი

ამ დღეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახზე, ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია კი შესაძლებელია, როცა სიტუაცია დაწყნარდება – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ავრცელებს.

ელჩმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო.

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაციები ვაკეთოთ. ამ დღეებში ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე. ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია შესაძლებელია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება. თუმცა, ვფიქრობ, მომხდარში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩმა.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....