15 წლის ბიჭი, რომელიც რამოდენიმე დღის უკან მეცხრე სართულიდან გადმოხტა იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანმა ბიჭმა, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა.
ტელეკომპანიის ცნობით, 15 წლის ბიჭს, რომელიც სამი საათის განმავლობაში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი, ხულიგნობის აღიარებას აიძულებდნენ. აღნიშნული დაკითხვის შემდეგ კი, მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა არასრულწლოვანს აიძულეს, ეღიარებინა “მწვანე სკოლის” კედლებზე” უხამსი სიტყვების დაწერა და მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.