დეკანოზი თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
“საქართველოს მილიონერ პარლამენტარებს და მდიდრებს ღმერთი და სახარება მეტად რომ სწამდეთ, რამდენი ბავშვი გადარჩებოდა, გაიხარებდა და ბედნიერად იცხოვრებდა ამ ქვეყანაში; რომ წაეკითხათ ახალ აღთქმაში პავლე მოციქულის ეს სიტყვები და მართლა ერწმუნათ: – “ამ ქვეყნის მდიდრებს კი ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ; რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი, და იუნჯებდნენ კეთილ საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს.” (1 ტიმ. 6, 17-19)
ნუ ქედმაღლობენ,
ქვემოქმედებდნენ,
კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ,
გულუხვნი იყვნენ,
ხელგაშლილნი,
და ზეცაში აგროვებდნენ სიმდიდრესო, ამბობს წმინდა წერილი” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოცვიალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.