ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მოსწავლე ლუკა სირაძე, პოლიციელაბმა ამოაცნობინეს მის მეგობრებსა და თანასკოლელებს, რადგან საკუთარი ძალისხმევით ხულიგნიბაში ეჭვმიტანილის გამოვლენა ვერ შეძლეს.
“მთავარის” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 4 მოსწავლე საგამოძიებო საქმეში ჩართეს, აჩვენეს ვიდეო ჩანაწერები და ლუკა სირაძე ამოაცნობინეს. მას შემდეგ რაც ბავშვებმა გაიგეს. რომ სირაძე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე წაიყვანეს, ერთ-ერთმა გოგონმა მიიყენა თვითდაზიანებები და ვენები გადაიჭრა. ამ დრომდე მას ექსპერტიზა არ ჩატარებია, რადგან გოგონას ოჯახია წინააღმდეგი.
მას შემდეგ რაც სკოლის ადმინიტრაციას ადგილზე გამოიძახი საპატრულო პოლიცია , ადგილზე მივიდნენ ექსპერტ გამომძიებლები. ამოიღეს ვიდეოჩანაწერები და ამის შემდეგ საქმეში ჩართეს რამდენიმე არასრულწლოვანი.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა კახა დავითურმაც და აღნიშნა, რომ სკოლაში მოსწავლეები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, განსაკუთრებით ლუკასკლასელები.
“ამ დროისთვის, ჩემი ინფორმაციით, არავინ არ იმყოფება საავადმყოფოში. ის ფაქტები და კიდევ სხვა ფაქტებიც არის გამოძიების პრეროგატივა. მე ვამბობ რომ ამ საქმეში არის დეტალები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ის ადამიანები რიმლებსაც შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან, მათი მდგომარეობა იყო მძიმე. მე ვიცი, რომ არამარტო ამ გოგონას, არამედ კლასელების მდგომარეობა იყო და არის რთული. პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს იმედი მაქ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოამზეურებს ბოლომდე” – აცხადებს კახა დავითური.
პედაგოგების ნაწილმა ამ ფაქტთან დაკავშორებით არაფერი იცის, ნაწილი კი ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდება.
მწვანე სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.