ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ” – IRI-ის პრეზიდენტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პრეზიდენტი, დენიელ თვაინინგი “ფორმულასთან” მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე სამოქალაქო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, IRI-ისა და NDI-ის თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთვრობები ესხმიან. ამ განცხადებით თვაინინგმა ხაზი გასუვა ივანიშვილის მიერ IRI-ზე და NDI-ზე გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც ივანიშვილი ღიად დაესხა თავს ორგანიზაციებს.

„ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ ახალ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის უთანხმოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან. ვისაუბრეთ როგორ ატარებს კვლევას აირაი. საქართველოს სურს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და აირაის სურს ამის მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ კვლევითი ორგანიზახციები “IRI” და “NDI” არასანდოა და ისინი “ქართული ოცნების” კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.

იტვირთბა....