ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური დევნის ყველაზე აშკარა ნიშანი” – გოცირიძე ბოკერიას დაკითხვაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური დევნის აშკარა ნიშანია და როდესაც ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს დგამს, იგი ამთავრებს ძალიან მძიმედ.

“რაც შეეხება იმას, რომ 5 წლის წინანდელი საქმე თაროდან ჩამოიღეს, 7 წლიანი საქმის თაროდან ჩამოღებაც გვახსოვს ჩვენ ნიკა მელიას საქმის სახით და შედეგი მისი პარლამენტიდან გაძევებაა, რაც ასევე არის პოლიტიკური დევნის ყველაზე აშკარა ნიშანი. როდესაც ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს დგამს, იგი ამთავრებს ძალიან მძიმედ” – აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

იტვირთბა....