ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის საქმე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაკითხვის დაწყებამდე საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ისაუბრა.

როგორც საქმის გამომძიებელმა აღნიშნა, 2010-2013 წლებში, გიგა ბოკერია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად გამოძიებას კითხვები აქვს, მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ბექა კვიციანის თქმით, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა დადგა. სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე გამომძიებელმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა იმ მიზეზით, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

“საქმე არის საკმაოდ მოცულობით და გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს.გიგა ბოკერიას გამოკითხვის საჭიროება დადგა, დაესმება კითხვები. ზოგადად, გეუბნებით, რომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიას გამოკითხვის აუცილებლობა. კონკრეტულად, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა,როდის ჩატარდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო,დეტალებში ვერ შევალ”,-განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაა დაბარებული.

იტვირთბა....