“ისეთ წყევლები დამხვდა ფეისბუქზე, რომელიც სრულიად გადაცდა ზღვარს.დაველოდე, რომ მიმეღო ის, რაც იქნებოდა რეზულტატი ჩემი ქმედებისა. საღამოს შევცვალე და დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციური და გაღიზიანებული შეფასებები. ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მომართულია პოზიტივზე, მომავალზე. ბოდიშს ვიხდი არაკორექტულობისთვის, იმ გამოთქმისთვის”
ერეკლე კუხიანიძე, თბილისის საკრებულოს წევრი
TV პირველი, გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ერეკლე კუხიანიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა.
“იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!” – ნათქვამი იყო კუხიანიძის სტატუსში.
დღეს თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.