ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

“იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – “ქართული ოცნების” წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრი იდიოტებს და პროვოკატორებს უწოდებს. ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც იცი, იქ ოკუპანტია, დაგიჭერს და სპეციალურად მიდიხარ, პროვოკაციაა. ერეკლე კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრია თბილისის საკრებულოში, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((“

იტვირთბა....