“ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია “სამოქალაქო მოძრაობის” მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის დეპუტატობისთვის შეუფერებილია.
შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.