უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომაზე, სადაც ისინი ციხეში შესვლას და პატიმრების მონახულებას ითხოვდენ, მიმართა და განუცხადა, ციხეში იმიტომ არ უშვებს, რომ სუნი არ დააყენონ.
სერგო რატიანის მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომლითაც ის 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულებას ითხოვდა, მიხეილ ყაველაშვილმა რეპლიკით უპასუხა, რასაც შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.
„სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები,“ – აღნიშნა რატიანმა.
ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომაზე.
სერგო რატიანის მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომლითაც ის 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულებას ითხოვდა, მიხეილ ყაველაშვილმა რეპლიკით უპასუხა, რასაც შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.
„სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები,“ – აღნიშნა რატიანმა.
რის შემდეგაც ყაველაშვილმა მათ პარლამენტში გასულ კვირას გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე პირის შეუძლოდ გახდომა შეახსენა.
„ჩვენ კარგი, არ გადარდებთ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები არ გადარდებდათ? არ გეცოდებოდათ? თქვე უსირცხვილოებო მართლა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
„ჩვენ კარგი, არ გადარდებთ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები არ გადარდებდათ? არ გეცოდებოდათ? თქვე უსირცხვილოებო მართლა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.